ევროლიგის მე-6 ტურში მიუნხენის „ბაიერნი“ პირეოსის „ოლიმპიაკოსთან“ უშანსოდ, 71:96 დამარცხდა.
ბერძნები მთელი თამაშის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და საბოლოოდ, დიდი სხვაობით გაიმარჯვეს.
კამარ ბოლდუინმა მხოლოდ 5 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი ერთადერთი პასით გამოირჩა. საუკეთესო „ოლიმპიაკოსიდან“ ტაილერ დორსი იყო, რომელმაც 19 ქულა ჩააგდო, ბავარიელთა შორის ანდრეას ობსტი გამოირჩა 15 ქულით.
„ბაიერნი“ ევროლიგაში 2 მოგებით და 4 წაგებით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა, მომდევნო ტურში „რეალს“ უმასპინძლებს.










