კალათბურთი

13:05 | 25.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილის 16 წუთი და "ტორონტოს" მარცხი "მილუოკისთან"

NBA-ს ახალ სეზონში სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ საკუთარ მოედანზე „მილუოკი ბაქსს“ უმასპინძლა და 116:122 დამარცხდა.

შეხვედრა ძალიან დაძაბული იყო, მაგრამ ბოლო პერიოდი სტუმრებმა 6 ქულით მოიგეს, ისევე, როგორც მატჩი.

სანდრო მამუკელაშვილს თამაშის შესაძლებობა 16 წუთით მიეცა, ხსენებულ დროში კი, 4 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი დააგროვა.

„მილუოკიში“ ბრწყინვალე იყო იანის ანტეტონკუმპო, რომელმაც 31 ქულა, 20 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. „ტორონტოში“ ბრენდონ ინგრემი 29 ქულით და 6 მოხსნით გამოირჩა.

„ტორონტოს“ თითო მოგება-წაგება ბალანსი აქვს, მომდევნო შეხვედრას კი 27 ოქტომბერს, „დალასთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095709