NBA-ს ახალ სეზონში გოგა ბითაძის „ორლანდო“ პირველად დამარცხდა, რომელმაც შინ „ატლანტა ჰოუქსთან“ დაძაბულ ბრძოლაში განიცადა მარცხი.
„მეჯიქი“ ბოლო პერიოდის წინ 8 ქულით იგებდა, მაგრამ გადამწყვეტი მეოთხედი ჩააგდო, 12 ქულით დათმო და საბოლოოდ, 107:111 დამარცხდა.
ბითაძემ აღნიშნულ შეხვედრაში 17 წუთი ითამაშა, თავის გუნდს კი, 3 ქულა, 5 მოხსნა და 2 დაფარება შესძინა. გოგამ 2-დან 1 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.
„ორლანდოში“ საუკეთესო 27 ქულით ფრანც ვაგნერი იყო, ხოლო „ატლანტას“ ტრეი იანგმა 25 ქულით და 6 პასით ულიდერა.
„ორლანდოს“ თითო მოგება-წაგების ბალანსი აქვს, მომდევნო შეხვედრას კი 26 ოქტომბერს, „ჩიკაგოსთან“ შინ ჩაატარებს.







