ფეხბურთი

14:14 | 25.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

მესის დუბლით "ინტერ მაიამიმ" მორიგი გამარჯვება მოიპოვა

„ინტერ მაიამიმ“ MLS-ის პლეი-ოფის პირველი წრის პირველ მატჩში „ნეშვილი“ 3:1 დაამარცხა, რაშიც დიდი წვლილი ლიონელ მესის მიუძღვის.

არგენტინელმა ფეხბურთელმა, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია, მორიგი გოლები გაიტანა. მესიმ მეტოქის კარი მე-19 და 96-ე წუთებზე დალაშქრა და დუბლი შეასრულა.

ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 2 ნოემბერს გაიმართება და მეოთხედფინალისტი გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098941