სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

15:24 | 25.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა: "დარწმუნებული ვარ, "ბერნაბეუზე" მოვიგებთ"

„ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი მადრიდის „რეალს“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაამარცხებს:

„ელ კლასიკო“ საუკეთესო მატჩია, რომელშიც ფეხბურთელები ყველაფერს აკეთებენ. ვიცი, რომ ჩვენი გუნდი მოტივირებულია და მზადაა. მოედანზე ვინც არ უნდა გავდიეს, დარწმუნებული ვარ, რომ გაგვახარებენ და „ბერნაბეუზე“ მოიგებენ, როგორც წარსულში, ეს გასულ სეზონშიც მოვახერხეთ“, - თქვა ლაპორტამ.

შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „ბარსელონას“ მატჩი 26 ოქტომბერს, თბილისის დროით 19:15 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094478