„ბარსელონა“ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ მარკუს რაშფორდის გამოსყიდვას აპირებს.
როგორც ნიკოლო სკირა იტყობინება, კატალონიურ გრანდში ინგლისელის თამაშით ძალიან კმაყოფილები არიან და მის დატოვებას მუდმივი კონტრაქტით გეგმავს. სავარაუდოდ, „მანჩესტერი“ რაშფორდს 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა.
მარკუს რაშფორდმა „ბარსელონას“ მაისურით მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.






