სამხრეთ აფრიკულ ტურნეზე მყოფი ‘შავი ლომი’ ხვალ, 26 ოქტომბერს, Toyota Chellenge-ს მეორე მატჩს გამართავს. ბლუმფონტეინის „ტოიოტა სთედიუმზე“ ‘ჩიტასთან’ შეხვედრა ჩვენი დროით 17 საათზე დაიწყება.
პირველ, დაძაბულ მატჩში ‘შავმა ლომმა’ მეტოქეს 6 ლელო გაუტანა და მინიმალური სხვაობით, 39:38 დაამარცხა. მეორე თამაშისთვის რიჩარდ ქოქრილმა სასტარტო შემადგენლობის ორი მოთამაშე შეცვალა, ორივე ხაზში.
ოთარ მეტრეველმა ფულბეკის პოზიციიდან შალვა აფციაურის ნაცვლად ფრთაზე გადაინაცვლა, ფულბეკად კი ლუკა თაყაიშვილი დაწინაურდა. ცენტრში ზაურ ლუტიძის ნაცვლად თორნიკე კახოიძეს ლაშა მალაღურაძე შეუწყვილდება. მეორე ფრთაზე ადგილი შეინარჩუნა აკა ტაბუცაძემ. უცვლელია ღერძი - თენგიზ პერანიძე და ლუკა ცირეკიძე.
ქოქრილმა უცვლელი დატოვა შერკინება. პირველ ხაზში თამაშს იწყებენ დავით აბდუშელიშვილი, ირაკლი ქვათაძე და კახაბერ დარბაიძე; მეორე ხაზში გუნდის კაპიტან მიხეილ ბაბუნაშვილს დემურ ეფრემიძე შეუწყვილდება, ხოლო მესამე ხაზში სანდრო მამამთავრიშვილს, გიორგი ცუცქირიძეს და გიორგი სინაურიძეს ვიხილავთ.
მნიშვნელოვანი ცვლილებებია შერკინების მარქაფაში. ინგლისელმა მთავარმა მწვრთნელმა სათადარიგოთა სკამზე ამჯერად 6 მორკინალი გაამწესა. მათგან მხოლოდ ერთმა მესამეხაზელმა, ლაშა ციხისთავმა ითამაშა ‘ჩიტასთან’ პირველ მატჩში. ცვლილებებზე ვიხილავთ შალვა მამუკაშვილს, ვასილ კაკოვინს, გიორგი ჩხარტიშვილს, გუგა ღანიაშვილს და გიორგი კერვალიშვილს. ხაზის მარქაფაში არიან გიორგი სპანდერაშვილი და ალექსანდრე თოდუა.
Toyota Chellenge. 26 ოქტომბერი.17:00 საქ. დრო
სამხრეთ აფრიკა. ბლუმფონტეინი. „ტოიოტა სთედიუმი“
ჩიტასი (სამხრეთ აფრიკა) - შავი ლომი (საქართველო)
შავი ლომი
ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13.თორნიკე კახოიძე, 12. ლაშა მალაღურაძე, 11. ოთარ მეტრეველი, 10. ლუკა ცირეკიძე, 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. კახაბერ დარბაიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), 5. დემურ ეფრემიძე, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. გიორგი სინაურიძე.
მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ვასილ კაკოვინი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. გუგა ღანიაშვილი, 20. ლაშა ციხისთავი, 21. გიორგი კერვალიშვილი; 22. გიორგი სპანდერაშვილი, 23. ალექსანდრე თოდუა.
RUGBY.GE









