გერმანიის ბუნდესლიგის მერვე ტურში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ „ჰოფენჰაიმს“ ესტუმრა და სეზონში მეექვსე მარცხი განიცადა.
„ჰოფენჰაიმმა“ აჯობა მეტოქეს და ადვილად, 3:1 გაიმარჯვა. სტუმრებმა ეს ერთადერთი თამაშის მიწურულს გაიტანეს. ქართველი ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა, რადგან შესვენებაზე შეცვალეს.
ზივზივაძეს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 5 უგოლო მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო „ჰაიდენჰაიმი“ 4 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა, მომდევნო ტურში „აინტრახტს“ უმასპინძლებს.
„ჰამბურგი“ საკუთარ მოედანზე „ვოლფსბურგთან“ 0:1 დამარცხდა. სახის ტრავმის გამო არ უთამაშია გიორგი გოჩოლეიშვილს, რომელსაც ზედიზედ მეორე მატჩი გაუცდა და ორივე შეხვედრაში მისი გუნდი დამარცხდა. „ჰამბურგი“ 8 ქულით მე-13 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 2 ნოემბერს, „კიოლნს“ ესტუმრება.






