დღეს, 25 ოქტომბერს გერმანულ ბუნდესლიგაში 6 მატჩი იმართება. ხუთი უკვე დასრულდა. ლიდრმა „ბაიერნმა“ სტუმრად კაცნაკლული „გლადბახი“ 0:3 დაამარცხა კიმიხის, გერეირუსა და კარლის გოლებით. მასპიძლები მე-19 წუთზე დარჩნენ რიცხობრივ უმცირესობაში. ბოლოსკენ პენალტიც ძელს მოარტყეს, შტეგერმა ვერ ივარგა.
ახლა „ბაიერნს“ 24 ქულა მოუგროვდა (8-დან 8 მოგება) და კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს სატურნირო ცხრილს.
მეორე ადგილზე 19-ქულიანი „ლაიფციგია,“ რომელმაც სტუმრად „აუგსბურგი“ 0:6 დაამარცხა.
დღესვე მოგვიანებით დორტმუნდის „ბორუსია „კიოლნს’ უმასპინძლებს.
გერმანია. ბუნდესლიგა. მე-8 ტური. 25 ოქტომბერი: ჰოფენჰაიმი - ჰაიდენჰაიმი 3:1, ჰამბურგი - ვოფსბურგი 0:1, გლადბახი - ბაიერნი 0:3, აუგსბურგი - ლაიფციგი 0:6, აინტრახტი - ზანქტ პაული 2;0, დორტმუნდი - კიოლნი მოგვიანებით გაიმართება






