ფეხბურთი

20:55 | 25.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას საგოლე პასი, პსჟ-მ ლიგა 1-ში მოუგებელი სერია შეწყვიტა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მეცხრე ტურში სტუმრად „ბრესტი“ 3:0 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე პასი მიითვალა.

მატჩის ბედი აშრაფ ჰაკიმიმ გადაწყვიტა, რომელმაც პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა. მაროკოელმა მცველმა მეორე გოლი კვარას პასით 39-ე წუთზე გაიტანა. ქართველ შემტევს იმ ეპიზოდში მანამდე თვითონაც შეეძლო გატანა, მაგრამ მეკარემ აჯობა, თუმცა აქტივში ასისტი მაინც ჩაიწერა. კვარა 70-ე წუთზე დეზირე დუემ შეცვალა. და, სწორედ დუემ გაიტანა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მესამე გოლი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ხვიჩა კვარაცხელიას ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 7 მატჩში გოლი არ გაუტანია, ხოლო საგოლე პასი პირველად მიითვალა. ყველა ტურნირის გათვალისწინებით ქართველი ფეხბურთელის აქტივში 10 მატჩი, 2 გოლი და 2 საგოლე პასია.

პსჟ-მ ლიგა 1-ში ორმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და 20 ქულით პირველ ადგილზე გადავიდა, ხოლო მომდევნო ტურში 29 ოქტომბერს, „ლორიანს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.08618