გერმანიის ბუნდესლიგის მე-8 ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში დორტმუნდის „ბორუსიამ“ „კიოლნს“ უმასინძლა და 1:0 დაამარცხა.
მაქსიმილიან ბაიერმა ამ მატჩის ერთადერთი გოლი 90+6 წუთზე გაიტანა.
ამ თამაშის შემდეგ, „დორტმუნდი“ გერმანიის უმაღლესი დივიზიონის ცხრილში 17 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო „კიოლნი“ 11 ქულით მერვეზე.
შემდეგ ტურში „შავ-ყვითლები“ 31 ოქტომბერს სტუმრად „აუგსბურგს“ დაუპირისპირდებიან, ხოლო „წითელ-თეთრები“ 2 ნოემბერს საკუთარ მოედანზე „ჰამბურგს“ მიიღებენ.
გერმანია. ბუნდესლიგა. მე-8 ტური. 25 ოქტომბერი: ჰოფენჰაიმი - ჰაიდენჰაიმი 3:1, ჰამბურგი - ვოფსბურგი 0:1, გლადბახი - ბაიერნი 0:3, აუგსბურგი - ლაიფციგი 0:6, აინტრახტი - ზანქტ პაული 2:0, დორტმუნდი - კიოლნი 1:0.





