ლეგენდარული საბჭოთა ფეხბურთელი ვიკტორ შუსტიკოვი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 86 წლისა გარდაიცვალა. მან მთელი ზრდასრული კარიერა მოსკოვის „ტორპედოში“ გაატარა და საბჭოთა ფეხბურთის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.
მას „ტორპედოში“ ნათამაშები მატჩების საერთო რაოდენობის რეკორდი ეკუთვნის, სსრკ-ის ჩემპიონატში 427 გამოსვლით.
1963-1964 წლებში სსრკ-ის ნაკრებში შუსტიკოვმა 10 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და 1964 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი გახდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ამ გუნდიდან მხოლოდ ერთი მოთამაშე დარჩა ცოცხალი: 83 წლის ედუარდ მალოფეევი.
შუსტიკოვი იმ ლეგენდარული მატჩის მონაწილეცაა, რომელშიც 1964 წლის 18 ნოემბერს თბილისის „დინამომ“ საჩემპიონო მატჩში „ტორპედო“ ტაშკენტში 4:1 დაამარცხა და პირველად მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ოქროს მედლები.









