„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ინტერთან“ გამარჯვების (3:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ვფიქრობ, იტალიის საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ. ჩემი აზრით, „ინტერის“ შემადგენლობა სხვებზე ძლიერია. რამდენიმე სერიოზული ტრავმა გვაქვს, განსაკუთრებით იღბლიანი სეზონი არაა. „ინტერი“ აქ სპორტული თვალსაზრისით ჩვენს მოსაკლავად მოვიდა, „ტორინოსა“ და პსვ-სთან წაგებების შემდეგ, მაგრამ ჩვენ სიკვდილი არ გვინდა.
მინდა, გავიხსენო „ინტერში“ ჩემი მუშაობის ორი წელი: 10 წლის შემდეგ გუნდს სკუდეტო დავუბრუნე, ის „იუვენტუსს“ 9-წლიანი ციკლის შემდეგ წავართვი და თქვენ იცით, რას ნიშნავს ჩემთვის „იუვენტუსი“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 18 ქულით ლიდერობს.






