ფეხბურთი

0:53 | 26.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძის 79 წუთი და "ვილიარეალის" გამარჯვება ვალენსიაში

ესპანეთის ლა ლიგის მე-10 ტურში „ვილიარეალმა“ „მესტალიაზე“ „ვალენსია“ 2:0 დაამარცხა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში პენალტით ჟერარ მორენომ გახსნა, ხოლო 57-ე წუთზე სანტი კომესანიამ მეორე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გიორგი მიქაუტაძემ 79-ე წუთამდე ითამაშა და კარგადაც. მეორე გოლში ქართველმა დიდი წვლილი შეიტანა: მისი დარტყმა მოიგერია მეკარემ და შემდეგ კომესანიამ ცარიელ კარში ადვილად გაიტანა. გიორგის კიდევ ორჯერ შეეძლო გატანა, მაგრამ ისევ მეკარემ აჯობა. მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში „ვილიარეალის“ მაისურით ყველა ტურნიზე 9 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ კი საგოლე პასი გააკეთა.

„ვილიარეალი“ ლა ლიგაში 20 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 1 ნოემბერს, „რაიო ვალეკანოს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088869