ფეხბურთი

11:00 | 26.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს 950

საუდი პრო ლიგის მეექვსე ტურში „ალ-ნასრმა“ სტუმრად „ალ ჰაზემი“ 2:0 დაამარცხა, კრიშტიანუ რონალდუმ ისევ გაიტანა.

პირველ ტაიმში „ალ-ნასრი“ ჟოაო ფელიქსის გოლით დაწინაურდა, ხოლო შეხვედრის მიწურულს თავი რონალდუმაც გამოიჩინა. ეს ლეგენდარული პორტუგალიელის პროფესიულ კარიერაში 950-ე გოლია და 50 გოლი აშორებს 1000-გოლიან ნიშნულს, რაც მიზნად აქვს დასახული.

„ალ-ნასრი“ 18 ქულით ლიდერობს საუდის არაბეთის ჩემპიონატს, რონალდუ 6 გოლით ბომბარდირებში მესამეა, მხოლოდ ჟოაო ფელიქსს (9) და ჯოშუა კინგს (7) ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.17249