ფეხბურთი

2:10 | 26.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილის თამაშის გამოხმაურება: "უკვე საკმარისი ძალა აქვს, რომ თანაგუნდელებს ბრძანებები მისცეს"

ბრიტანული მედია „ბრენტფორდთან“ გიორგი მამარდაშვილის თამაშს გამოეხმაურა. ქართველმა მეკარემ 3 გოლი გაუშვა და მისი გუნდი 2:3 დამარცხდა. თუმცა, გიორგიმ რამდენიმე ეპიზოდში „წითლები“ გოლისგან გადაარჩინა და მედიისგან ასეთი შეფასება დაიმსახურა:

Goal 5 ქულა: „ისევ ტრავმირებული ალისონის ნაცვლად. პირველი ტაიმის ბოლოს დამსგორის წინააღმდეგ შთამბეჭდავი სეივი ჰქონდა. „ბრენტფორდის“ გოლებში, ვერც პირველ ტაიმში და ვერც პენალტზე, ვერაფერი გააკეთა. ის ჯერ კიდევ ელოდება „წითლების“ რიგებში პირველ მშრალად ჩატარებულ მატჩს“

Liverpool echo 6 ქულა: "ბრენტფორდის“ გოლებში ბევრი ვერაფერი გააკეთა, ხოლო შორი მანძილიდან რამდენიმე კარგი სეივი ჰქონდა".

Liverpool.com 5 ქულა: "ფეხით თამაში უჭირდა და შადეს გოლიც ადვილად გაუშვა. თუმცა, მან ორი შესანიშნავი სეივი გააკეთა და მიკელ დამსგორს გოლის გატანის საშუალება არ მისცა".

This is anfield 6 ქულა: "უცნაური ნაზავია, რადგან ყოველ წუთს მისი თავდაჯერება იზრდება „ლივერპულის“ პირველი მეკარის რანგში, მაგრამ ამავდროულად გოლებსაც უშვებს, რადგან დაცვის სისტემა არასტაბილურია. მას უკვე საკმარისი ძალა აქვს იმისთვის, რომ თანაგუნდელებს ბრძანებები მისცეს და დათვივით ღრიალებდა, როდესაც მე-40 წუთზე მიკელ დამსგორის შორეული დარტყმა ბრწყინვალედ მოიგერია".

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს პრემიერლიგაში 3 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო ყველა ტურნირზე - 6. „ლივერპულმა“ ინგლისის ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხე თამაში წააგო და მომდევნო ტურში „ასტონ ვილას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.171907