საფრანგეთის ტოპ 14-ის მერვე ტურში „ლა როშელის“ მორაგბემ დავით ნინიაშვილმა თავის ყოფილ გუნდს, „ლიონს“ ლელო გაუტანა.
ნინიაშვილმა მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი მე-18 წუთზე დაამიწა და იმ დროისთვის ანგარიში თავისი გუნდის სასარგებლოდ 12:7 გახადა. საბოლოოდ, „ლა როშელმა“ 36:19 დაამარცხა.
„ლა როშელის“ რიგებში ალექსანდრე ქუნთელიამ და ნიკა სუთიძემ, ხოლო „ლიონს“ ბექა საღინაძე კაპიტნობდა.
„ლა როშელი“ 20 ქულით მეშვიდე ადგილზეა და მომდევნო ტურში 2 ნოემბერს „რასინგს“ უმასპინძლებს.









