„ორლანდო მეჯიქმა“ NBA-ს ახალ სეზონში მესამე მატჩი ჩაატარა და საკუთარ მოედანზე „ჩიკაგო ბულსთან“ 98:110 დამარცხდა.
გარდამტეხი ბოლო მეოთხედი იყო, რომელიც სტუმრებმა 9 ქულით მოიგეს.
გოგა ბითაძემ 17 წუთში 3 ქულა, 9 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 1-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
„ორლანდოს“ პაოლო ბანკერომ ულიდერა 24 ქულით და 10 მოხსნით, ხოლო „ჩიკაგოს“ ჯოშ გიდიმ 21 ქულით და 8 მოხსნით.
„ორლანდო“ 1 მოგებით და 2 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 28 ოქტომბერს, „ფილადელფიასთან“ გამართავს.









