რაგბი

15:49 | 26.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | არმია 19:25 ბათუმი

crocobet დიდი 10-ის მეშვიდე ტურში საქართველოს ჩემპიონმა ‘ბათუმმა’ თბილისში ‘არმიას’ 25:19 სძლია.

„რაგბი პლატოზე“ აუტსაიდერისა და ლიდერის შეხვედრა დაძაბული გამოდგა. საწყისი 20 წუთის შემდეგ ბათუმელებმა დერეფნიდან მოლი ააგორეს, მერე ბურთი ფრთაზე ჩაათამაშეს და რომა მახათაძემ ალამთან ლელო აკრობატულ ნახტომში გაიტანა, რეზი ჯინჭველაშვილმა კი რთული პოზიციიდან გარდასახა.

‘არმიამ’ 28-ე წუთზე მეტოქის შეცდომით ისარგებლა, გიგი ქურხულმა გადაცემა ჩაჭრა და მერლს პიტერსს ლელო ძელებსშუა გაატანინა. პიტერსმა გარდასახვის შემდეგ 34-ე წუთზე ჯარიმაც გაიტანა და თავისიანები დააწინაურა. ლაშა ბარბაქაძის სინბინის შემდეგ მასპინძლები მოედანზე კაცნაკლული დარჩნენ, მეორე ტაიმის დასაწყისში კი 10 წუთით იაგო ხელაძეც დაკარგეს.

13 კაციან მეტოქეს სტუმრებმა ლელო მეორე ტაიმის დასაწყისში გაუტანეს. დერეფნის შემდეგ ‘ბათუმმა’ ბურთი ხაზზე გაშალა და 5ქულა პიტერ ვილიამსმა ჩაიწერა. არაზუსტი გარდასახვის შემდეგ რეზი ჯინჭველაშილმა ორი ჯარიმა გაიტანა, რაზეც მერლს პიტერსმა ასევე ორი ჯარიმით უპასუხა.

75-ე წუთზე ზურა ნინიძის ლელოთი და ჯინჭველაშვილის გარდასახვით ზღვისპირელებმა გამარჯვება გაინაღდეს და პიტერსმა გაწითლებულ დროზე გატანილი ჯარიმით ‘არმიას’ ნუგეშ-ქულა მოუპოვა - 19:25. შედეგად, „არმიელები“ 7 ქულით ბოლო, მე-10 ადგილზე რჩებიან, თუმცა კონკურენტები ახლოში ყავს, ‘ბათუმი’ კი 27 ქულით ‘არესთან’ იყოფს ლიდერობას. განვლილი მატჩის საუკეთესო მოთამაშე რეზი ჯინჭველაშვილი გახდა.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162745