ყაზახეთის პრემიერლიგის 2025 წლის სეზონის ბოლო ტურში „კაირატი“ შინ კონკურენტ „ასტანას“ დაუზავდა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
„ასტანას“ მოგება სჭირდებოდა, იგებდა კიდეც, მაგრამ საბოლოოდ, მატჩი 1:1 დასრულდა და „კაირატმა“ ორი ქული გაასწრო კონკურენტს, რის შედეგადაც ზედიზედ მეორედ და ისტორიაში მეხუთედ გაჩემპიონდა.
გიორგი ზარიამ გადამწყვეტ მატჩში 64-ე წუთიდან ითამაშა. მან ამ სეზონში კონკრეტულად ყაზახეთის ჩემპიონატში 18 შეხვედრა ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.









