„ლივერპულის“ ფეხბურთელმა ენდრიუ რობერტსონმა „ბრენტფორდთან“ მარცხის (2:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა:
„როდესაც ამ კლუბში თამაშობ, ხალხი შედეგებს ითხოვს. გულშემატკივრები ჩვენთან ერთად ყველა გასვლით მატჩზე არიან და გარწმუნებთ, რომ ბევრი მათგანი, გასვლით თამაშებზე, ფრანკფურტშიც იმყოფებოდა. ისინი დიდ ფულს ხარჯავენ ჩვენს მხარდასაჭერად. ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი კიდევ უფრო მეტი შრომაა“, - თქვა რობერტსონმა.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულს“ პრემიერლიგაში ზედიზედ ოთხი მატჩი აქვს წაგებული, ხოლო ყველა ტურნირზე ბოლო 6 თამაშიდან 5-ჯერ დამარცხდა.









