ფეხბურთი

19:55 | 26.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მეცი" "ლილთან" განადგურდა, აბუაშვილმა და წიტაიშვილმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს

საფრანგეთის ლიგა 1-ის მეცხრე ტურში „მეცი“ „ლილს“ ესტუმრა და 1:6 განადგურდა, ხოლო გიორგი აბუაშვილმა და გიორგი წიტაიშვილმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს.

წიტაიშვილი მოედანზე შეუცვლელად იყო, აბუაშვილი კი 61-ე წუთზე შეცვალეს. მიმდინარე სეზონში მხოლოდ წიტაიშვილს აქვს შედეგიანი მოქმედება - 1 საგოლე პასი.

„მეცი“ ძალიან სუსტად გამოიყურება და „ლილს“ ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და განადგურდა. „ლილი“ 6:0-ს იგებდა და ბოლოს გაუშვა გოლი იბუ სანესგან.

„მეცს“ 9 ტურში მხოლოდ 2 ქულა აქვს, გამოკვეთილი აუტსაიდერია და ბოლო ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 29 ოქტომბერს, „ლანსს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092976