ინგლისის პრემიერლიგაში მეცხრე ტურის შემდეგ ლონდონის „არსენალმა“ მთავარ კონკურენტებთან უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.
ლონდონურ დერბიში „არსენალს“ „კრისტალ პალასი“ ეწვია, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. პირველი ტაიმის მიწურულს ეფექტური და გადამწყვეტი გოლი ებერეჩი ეზემ გაიტანა, რომელიც ზაფხულში „არსენალში“ სწორედ „კრისტალ პალასიდან“ გადავიდა.
„არსენალი“ 22 ქულით ლიდერობს პრემიერლიგას და მომდევნო ტურში „ბარნლის“ ესტუმრება.
პარალელურად, „მანჩესტერ სიტი“ დამარცხდა, რომელიც „ვილა პარკზე“ „ასტონ ვილასთან“ დარჩა უქულოდ. მე-19 წუთზე მეტი კეშმა ჯანლუიჯი დონარუმას ლამაზი გოლი გაუტანა, რაც შეხვედრაში ერთადერთი გამოდგა.
„მანჩესტერ სიტი“ 16 ქულით მეოთხეა და მომდევნო ტურში „ბორნმუთს“ უმასპინძლებს, ხოლო „ასტონ ვილა“ 15 ქულით მეშვიდე საფეხურზეა.
აუცილებლად აღსანიშნავია, რომ 9 ტურის თავზე პრემიერლიგაში მეორე ადგილზე „ბორნმუთია“ (18 ქულა), ხოლო მესამეზე - „სანდერლენდი“ (17 ქულა).
„არსენალი“ – „კრისტალ პალასი“ 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 ეზე (39)
„ასტონ ვილა“ – „მანჩესტერ სიტი“ 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 კეში (19)






