ფეხბურთი

22:00 | 26.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"გაგრამ" "დინამო ბათუმი" დაამარცხა

საქართველოს ეროვნული ლიგის 30-ე ტურში „გაგრამ“ „დინამო ბათუმი“ დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

მასპინძლები პირველივე წუთზე გიორგი ხარებაშვილის გოლით დაწინაურდნენ და შესვენებამდე არაფერი შეცვლილა. მეორე ტაიმის სტარტზე ხარებაშვილმა დუბლი შეასრულა და სხვაობა გაზარდა. „გაგრას“ უპირატესობა შემდეგ რატი არდაზიშვილმა განამტკიცა.

სტუმრებმა ამ ყველაფერს ლუკა წულუკიძის პენალტით უპასუხეს, თუმცა, სამბურთიანი სტატუსკვო მატჩის მიწურულს გიორგი პაპუაშვილმა დააბრუნა და „გაგრამ“ 4:1 მოიგო.

„გაგრამ“ სატურნირო ცხრილში 36 ქულით მეექვსეა და „სამგურალს“ შეხვდება, ხოლო „დინამო ბათუმს“ 37 ქულა აქვს, მეხუთე საფეხურზეა, მომდევნო ტურში კი „იბერიას“ დაუპირისპირდება.

„გაგრა“ – „დინამო ბათუმი“ 4:1 (1:0)

გოლები: 1:0 ხარებაშვილი (1), 2:0 ხარებაშვილი (50), 3:0 არდაზიშვილი (69), 3:1 წულუკიძე (77. პენ), 4:1 პაპუაშვილი (87)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.083634