შვეიცარიის ჩემპიონატის მეათე ტურში „ლოზანამ“ „ბაზელთან“ 5:1 გაიმარჯვა, ხოლო გაბრიელ სიგუა მოპოვებული პენალტით გამოირჩა.
სიგუას წინააღმდეგ მატჩის მე-16 წუთზე საჯარიმოში ალბიან აჯეტიმ იუხეშა, რომელიც გააფრთხილეს კიდეც. პენალტი ოლივერ კუსტოდიომ გაიტანა და იმ დროისთვის ანგარიში 2:0 გახადა. სიგუა მოედანზე 82-ე წუთამდე იყო.
მოგეხსენებათ, გაბრიელი სწორედ „ბაზელის“ საკუთრებაშია და „ლოზანაში“ იჯარით თამაშობს. მას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 12 მატჩი აქვს ჩატარებული (2 საგოლე პასი, 1 მოპოვებული პენალტი).
„ლოზანა“ 12 ქულით მე-9 ადგილზეა და მომდევნო ტურში 29 ოქტომბერს, ჟენევის „სერვეტს“ შინ დაუპირისპირდება.









