მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ „ბარსელონასთან“ მატჩის შემდეგ ვინისიუსის რეაქციაზე კომენტარი გააკეთა.
ბრაზილიელი ფეხბურთელი შეცვლის გამო უკმაყოფილო იყო, რაზეც რეაგირება მოახდინა და პირდაპირ გასახდელში გაეშურა. ალონსომ თქვა, რომ მასთან ისაუბრებს.
„მის თამაშზე ბევრი დადებითი რამის თქმა შემიძლია. არ მინდა მნიშვნელოვანი რამ გამომრჩეს, მაგრამ ამაზე ვისაუბრებთ. მან ბევრი რამ გაიღო, ისევე როგორც ყველა დანარჩენმა. დანარჩენზე კი ვნახოთ. გასახდელში სხვადასხვა პიროვნებაა და მათი გაგებაა საჭირო. ახლა ამ მოგებით დავტკბებით და შემდეგ, ცხადია, მასთან ვისაუბრებ“, - აღნიშნა ჩაბი ალონსომ.
შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ „ბარსელონა“ 2:1 დაამარცხა, ხოლო ჩაბი ალონსომ ვინისიუსი 72-ე წუთზე შეცვალა.






