სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

9:30 | 27.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "ამ წაგებიდან ვისწავლით"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „ასტონ ვილასთან“ წაგების (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, საკმარისად აგრესიულად ვერ ითამაშეს, მაგრამ ეს მარცხი მათთვის გაკვეთილი იქნება:

“თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ და საერთო ჯამში, მეორე ტაიმში გაცილებით უკეთესები ვიყავით, მაგრამ გოლის გატანა ვერ შევძელით. პირველ ტაიმში პრესინგი კარგი არ იყო, მეორე ტაიმში უკეთესი იყო, მაგრამ საკმარისად აგრესიულები არ ვიყავით. გვქონდა გოლის გატანის შანსები. გავაუმჯობესებთ თამაშს. ამ მარცხიდან ვისწავლით“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგაში 9 ტურის შემდეგ 16 ქულით მეხუთე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095987