კალათბურთი

10:16 | 27.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის 16 ქულა და "ტორონტო რეპტორსის" მეორე მარცხი

გვიან ღამით NBA-ს რეგულარულ სეზონის მატჩები გაიმართა, სადაც "დალას მავერიქსმა" საკუთარ მოედანზე სანდრო მამუკელაშვილის "ტორონტო რეპტორსს" უმასპინძლა და მეტოქე 139:129 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ წაგების მიუხედავად სანდრო მამუკელაშვილს გამორჩეული მატჩი ჰქონდა, ქართველმა პარკეტზე არასრული 22 წუთი გაატარა და მის ანგარიშზე 16 ქულა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 მოხსნა იყო. სანდრომ 5-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და საჯარიმო სროლიდან 3-დან 3 ჩააგდო.

შეგახსენებთ, რომ "ტორონტომ" სეზონი ორი მარცხით დაიწყო და ორი ტურის შემდეგ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს. შემდეგ მატჩში მამუკელაშვილის გუნდი სტუმრად "სან ანტონიოს" დაუპირისპირდება, შეხვედრა 28 ოქტომბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09992