თურქეთის სუპერლიგის მე-10 ტურის მატჩი შოთა არველაძის გაწვრთნილმა "ქასიმფაშამ" საკუთარ მოედანზე "ბეშიქთაშსს" უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა.
სტუმრებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და მე-5 წუთზე შეძლეს გატანა, თავი ჩერქიზ უნდერმა გამოიჩინა, "ბეშიქთაშსს" უკვე 32-ე წუთზე მეორედ შეეძლო გატანა, თუმცა ტადი აბრაჰამმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, ინგლისელის დარტყმული ანდრეას გიანიოტისიმ მოიგერია და საკუთარი გუნდის შეტევა წამოიწყო, რომელიც გოლად კლაუდიო ვინკიმ აქცია 1:1.
ამის შემდეგ "ბეშიქთაში" უპირატესობას ფლობდა, თუმცა მეორე გოლის გატანა სტუმრებმა ვეღარ შეძლეს და საბოლოოდ მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ "ქასიმფაშას" მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა და მატჩი შეაფასა:
"როგორც ხშირად ხდება მატჩი ცუდად დავიწყეთ და საწყის წუთებშივე გავუშვით გოლი, თუმცა მალვე მოვედით გონს და უკეთ ავთამაშდით. ჩვენს მეკარეს უნდა მადლობა გადავუხადოთ, რადგან ეს ფრე და მოპოვებული ქულა მისი დამსახურებაა. ბოლო პერიოდში შემადგენლობის მხრივ პრობლემები გვქონდა, რაც თამაშზეც აისახა. "ბეშიქთაში" ყველამ ვიცით რა დონის გუნდია, მათ აჩვენეს თავისი ხარიხსი. მიუხედავად ყველაფრისა ქულა მოვიპოვეთ და ეს კარგია." - განაცხადა არველაძემ.
შეგახსენებთ, რომ "ქასიმფაშას" 10 ტურის შემდეგ 10 ქულა აქვს და მე-12 ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩს შოთის გუნდი თურქეთის თასზე გამართავს, მათი მეტოქე მესამე ლიგელი "კაჰტა" იქნება.









