ფეხბურთი

18:00 | 27.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილის არასასიამოვნო სტატისტიკა "ლივერპულში"

ინგლისის პრემიერლიგაში "ლივერპული" უკვე ზედიზედ ოთხი მატჩია მარცხდება, შაბათს მე-9 ტურში "მერსესაიდელები" სტუმრად "ბრენტფორდთან" 2:3 დამარცხდნენ. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ "ლივერპულის" წაგებათა სერია სწორედ იმ დროს დაემთხვა, როდესაც მათ კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს და ტრავმირებულ ალისონს ცვლის.

როგორც ბრიტანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი ალექსანდერ ისაკთან ერთად გახდა "ლივერპულის" პირველი შენაძენი, რომელმაც პრემიერლიგაში პირველი სამი სასტარტო მატჩიდან ყველა წააგო. ეს აქამდე არასდროს მომხდარა.

გეტყვით, რომ გიორგი მამარდაშვილს პრემიერლიგაში დებიუტი 4 ოქტომბერს "ჩელსის" წინააღმდეგ ჰქონდა, მატჩი ლონდონელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა, შემდეგ იყო მარცხი "მანჩესტერთან" იგივე ანგარიშით და ბოლოს მარცხი "ბრენტფორდთან".

"ლივერპულს" 10 ტურის შემდეგ 15 ქულა აქვს და პრემიერლიგაში მეშვიდე ადგილს იკავებს. შემდეგ ტურში საკუთარ მოედანზე "ასტონ ვილას" უმასპინძლებს.



სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089928