UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივარს მიმართა.
"ხვალ რაღაც განსხვავებული გელოდებათ - ისეთი რამ, რაც აჩვენებს, თუ ვინ ვარ ოქტაგონს მიღმა. დილის 10:00 საათზე გაგიზიარებთ ისეთ რამეს, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. არ გამოტოვოთ" - დაწერა ილიამ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ილია თოფურიას მომდევნო ორთაბრძოლა უკვე ჩანიშნულია და მისი მეტოქე პედი პიმბლეტი იქნება, თუმცა ილიას პოსტიდან ჩანს, რომ ხვალინდელი ინფორმაცია, წესით და რიგით, მომდევნო ბრძოლის შესახებ არ უნდა იყოს.









