ფეხბურთი

14:45 | 27.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ხოსე მანუელ ოჩოტორენა 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და "ვალენსიას" ყოფილი მეკარე ხოსე მანუელ ოჩოტორენა 64 წლის ასაკში გარდაიცვალა, აღნიშნულ ინფორმაციას "ვალენსიას" ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, ოჩოტორენა ბოლო თვეების განმავლობაში მძიმე დაავადებას ებრძოდა, თუმცა მისი დამარცხება ვერ მოახერხა.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გიორგი მამარდაშვილი:

"ადამიანი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერაზე და ცხოვრებაზე, გაქრა.

მადლობა ყველაფრისთვის, რაც მასწავლე, მადლობა ნდობისთვის და არამარტო როგორც ფეხბურთელად, ისე ადამიანად გაზრდაში დახმარებისთვის.

შენი მემკვიდრეობა სამუდამოდ იცხოვრებს ჩვენში, გვქონდა იღბალი, შენგან გვესწავლა." - დაწერა მამარდაშვილმა.



ოჩოტორენამ საფეხბურთო კარიერა 1998 წელს დაასრულა და შემდეგ მეკარეების მწვრთნელად "ვალენსიასა" და ესპანეთის ნაკრებში მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ "ვალენსიაში" თამაშის პერიოდში მასთან გიორგი მამარდაშვილსაც უვარჯიშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.082108