ხელბურთში ევროპის ჩემპიონატი სტარტს 15 იანვარს აიღებს, სადაც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ნაკრები. აღნიშნულ ტურნირთან დაკავშირებით ნაკრები მოსამზადებელ ეტაპს იწყებს, რომლის „კარპატის თასზე“ მიიღებს მონაწილეობას და სამ მატჩს გამართავს (30 ოქტომბერი - სლოვაკეთი-საქართველო, 1 ნოემბერი - რუმინეთი -საქართველო, 2 ნოემბერი - უკრაინა -საქართველო).
კარპატების თასზე ჩვენს ეროვნულ ნაკრებს გამოაკლდებიან ცხოვრებაძე (მცირე ტრავმა) დარსანია (ხანგრძლივი ვადით) და ცინცაძე მათ ნაცვლად ტიტე კალანდაძემ თავის გამოჩენის შანსი რუხაძეს, ხარებაშვილს და უთმელიძეს მისცა. სამწუხაროდ ჯერ არ განუახლებია ვარჯიში ჩვენს კაპიტან თემო ორჯონიკიძეს. სასიხარულოა რომ ნაკრებს ორწლიანი პაუზის შემდეგ ნიკოლოზ კალანდაძე უბრუნდება.
 შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი, 15 იანვარიდან 1 თებერვლამდე დანიაში, შვედეთსა და ნორვეგიაში გაიმართება და მასში 24 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.
 საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩები ქალაქ მალმოში "მალმო არენა" -ზე გაიმართება.
 
17 იანვარი 20:00 ხორვატია - საქართველო 
19 იანვარი 22:30 საქართველო - შვედეთი 
21 იანვარი 20:00 ნიდერლანდები-საქართველო










