სხვა

17:25 | 27.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

უმარ ნურმაგომედოვი: "მინდა დვალიშვილს ხუთივე რაუნდის განმავლობაში სახეში ვურტყა და ტკივილი მივაყენო"

UFC 321-ზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ უმარ ნურმაგომედოვთან ჟურნალისტებთან ისაუბრა და მერაბ დვალიშვილთან რევანშის სურვილი გამოთქვა. როგორც დაღესტნელმა მებრძოლმა განაცხადა, სურს, რომ მერაბ დვალიშვილს ხუთი რაუნდის განმავლობაში სახეში ურტყას.

"სიმართლე რომ გითხრათ, მერაბთან რევანშის აღების სურვილი მაქვს. ამჯერატ ყველაფერი სხვაგვარად იქნება ამაში დარწმუნებული ვარ. მასთან ბრძოლისას უბრალოდ ჭიდაობას და კონტროლს არ ვაპირებ, მინდა ხუთივე რაუნდის განმავლობაში სახეში ვურტყა და ვატკინო. ერთ ბრძოლაში რევანშსაც ავირებ და ტიტულსაც დავისაკუთრებ." - განაცხადა ნურმაგომედოვმა.

შეგახსენებთ, რომ 25 ოქტომბერს უმარ ნურმაგომედოვმა რეიტინგის მე-9 ნომერი მარიო ბაუტისტა მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. ეს მისთვის პირველი ბრძოლა იყო მას შემდეგ, რაც მერაბ დვალიშვილთან 19 იანვარს დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092041