სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

16:55 | 27.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

WU17 | საქართველო 3:2 ლატვია

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ლატვია დაამარცხა.

ტატა მატვეევას გუნდმა მეტოქე უხვგოლიან შეხვედრაში 3:2 დაამარცხა. ჩვენი გუნდის რიგებში დუბლი ნინიკო ჩხეტიანმა შეასრულა, ხოლო ერთი გოლი ლიზი კაკულიას ანგარიშზეა. ჯგუფის მეორე შეხვედრა მასპინძელ ყაზახეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის ფრედ დასრულდა.

ორი ტურის შემდეგ 4 ქულით ჯგუფს მასპინძელი ყაზახეთი ლიდერობს, საქართველოს ნაკრები კი, 3 ქულით მეორე პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 30 ოქტომბერს გამართავს და ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება. A ლიგის საგზურს B ლიგის ექვსი ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097192