„ნაპოლის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი ტრავმის გამო 2026 წლამდე ვერ ითამაშებს.
ბელგიელ ფეხბურთელს ბარძაყის კუნთის სერიოზული დაზიანება აქვს, რის გამოც ოპერაცია უნდა გაუკეთონ და მოედანზე დაახლოებით სამი-ოთხი თვე ვერ გავა. ის სავარაუდოდ, თებერვალში უნდა დაბრუნდეს, მაგრამ ჯერ გამოჯანმრთელების ზუსტი ვადები უცნობია.
დე ბრუინმა ტრავმა „ინტერთან“ მატჩში მიიღო, როდესაც პენალტი დაარტყა, მაგრამ ზუსტად იმ მომენტში დაშავდა.
მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით კევინ დე ბრუინმა 11 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.






