კალათბურთი

18:30 | 27.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას თვის MVP გახდა

„ტენერიფეს“ კალათბურთელი გიორგი შერმადინის ლიგა ენდესას ოქტომბრის MVP გახდა.

გიორგიმ ეს ჯილდო კარიერაში მე-14-ედ მოიგო, რითაც თავისივე რეკორდი გააუმჯობესა. ოქტომბერში ქართველი ცენტრის საშუალო მარგი ქმედების კოეფიციენტი 27 იყო და უახლოეს მდევარ ლუკა ბოჟიჩს დამაჯერებლად აჯობა (22.5).

შერმადინმა ოქტომბერში ლიგა ენდესაში ოთხი მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 18.5 ქულას და 7 მოხსნას აგროვებდა. მან „მანრესასთან“ 28 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მიითვალა, „მორაბანკ ანდორასთან“ 18 ქულა და 9 მოხსნა, „მურსიასთან“ 13 ქულა და 4 მოხსნა, ხოლო „უნიკახასთან“ 15 ქულა და 8 მოხსნა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090204