ფეხბურთი

20:30 | 27.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" "თელავთან" ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა

საქართველოს ეროვნული ლიგის 30-ე ტურში „თელავი“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაზავდნენ.

„ტორპედომ“ მატჩი შესანიშნავად დაიწყო, უკვე მე-13 წუთისთვის ორბურთიანი უპირატესობა ჰქონდა. ანგარიში ალეკო ბასილაძემ გახსნა, ხოლო შემდეგ ფელიპე პირესმა მეტოქე მეორედ დაამწუხრა.

თუმცა, იმერულმა კლუბმა ეს უპირატესობა არათუ ვეღარ გაზარდა, ვერც შეინარჩუნა. მე-16 წუთზე ანდრია დევდარიანმა სხვაობა შეამცირა, ხოლო მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ალეკო ანანიძემ გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.

ტორპედო 50 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში გორის „დილას“ შეხვდება, ხოლო „თელავი“ 29 ქულით მეცხრეა და „დინამო თბილისს“ დაუპირისპირდება.

„თელავი“ – „ტორპედო“ 2:2 (1:2)

გოლები: 0:1 ბასილაძე (4), 0:2 პირესი (13), 1:2 დევდარიანი (16), 2:2 ანანიძე (80)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090524