საქართველოს ეროვნული ლიგის 30-ე ტურში „დინამო თბილისმა“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა, რომელიც დაამარცხა.
მასპინძლებმა მეტოქეს აჯობეს და ყველაფერი პირველივე ტაიმში გაირკვა. ანგარიში პენალტით თორნიკე მორჩილაძემ გახსნა, შემდეგ მათე ვაწაძემ და გიორგი ხარაიშვილმა კიდევ ორჯერ გაიტანეს და ანგარიში 3:0 გახდა.
მეორე ნახევარში თამაშმა ფორმალური ხასიათი მიიღო, „კოლხეთმა“ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა, რომელიც დიტო ფაჩულიას აქტივშია.
„დინამო თბილისი“ 49 ქულით მეოთხეა და „თელავს“ შეხვდება, ხოლო „კოლხეთი“ 19 ქულით ბოლო პოზიციას იკავებს, მომდევნო ტურში „გარეჯს“ დაუპირისპირდება.
„დინამო თბილისი“ – „კოლხეთი“ 3:1 (3:0)
გოლები: 1:0 მორჩილაძე (6, პენ), 2:0 ვაწაძე (22), 3:0 ხარაიშვილი (42), 3:1 ფაჩულია (53)









