სომხეთის დედაქალაქმა ერევანმა უმასპინძლა ევროპის სროლის კონფედერაციის გენერალურ ასამბლეას.
ასამბლეაზე რომელიც 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, გაიმართა ევროპის სროლის კონფედერაციის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტების და პრეზიდიუმის წევრების არჩევნები. პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს ალექსანდრე რატნერი.
აღსანიშნიშნავი და სასიხარულოა, რომ ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად ნდობა გამოუცხადეს და აირჩიეს სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, გინესის რეკორდსმენი ნინო სალუქვაძე.









