სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

21:37 | 27.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი ოჩოტორენას დაემშვიდობა: "მადლობა, რომ მასწავლეთ და ჩემი გჯეროდათ"

საქართველოს ნაკრებისა და „ლივერპულის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ მეკარეების მწვრთნელის, ხოსე მანუელ ოჩოტორენას გარდაცვალებას ემოციური წერილით გამოეხმაურა.

ოჩოტორენასთან მამარდაშვილი „ვალენსიაში“ მუშაობდა და მისგან ბევრი რამ ისწავლა:

„გარდაიცვალა ადამიანი, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემს კარიერასა და ცხოვრებაზე. მადლობა ყველაფრისთვის, რაც მასწავლეთ, იმისთვის, რომ გჯეროდით ჩემი და იმისთვის, რომ დამეხმარეთ განვითარებაში, არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელს, არამედ როგორც პიროვნებას. თქვენი მემკვიდრეობა სამუდამოდ იცოცხლებს ყველა ჩვენგანში, ვისაც გაგვიმართლა და შენგან ვისწავლეთ. მშვიდად განისვენე“, - დაწერა მამარდაშვილმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ხოსე მანუელ ოჩოტორენა 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. კარიერის განმავლობაში ის "ლივერპულსა" და ესპანეთის ნაკრებშიც მუშაობდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094859