ჭიდაობა

23:11 | 27.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ სულეიმანიშვილის ვერცხლის მედალი მსოფლიოს 23-წლამდე ჩემპიონატზე

მსოფლიოს 23-წლამდე ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში მერაბ სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

97 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა მოჭიდავემ ინდოელ ვიკი ვიკის 15:13, უკრაინის სახელით მოასპარეზე დავით მჭედლიძეს 10:4 და რუს სოსლავ ძაგაევს 16:5 აჯობა, რის შედეგადაც ფინალში გავიდა, თუმცა გადამწყვეტი შეხვედრა იაპონელ არაშ იოშიდასთან 2:12 წააგო.

ბრინჯაოს მედლამდე ცოტა დააკლდა თორნიკე სამხარაძეს (86 კგ), რომელმაც გადამწყვეტი შეხვედრა აზერბაიჯანელი ალი ტცოკაევის წინააღმდეგ 2:13 დათმო.

საქართველომ თავისუფალ ჭიდაობაში 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი ერთადერთი ვერცხლის მედალით დაასრულა, ხოლო იქამდე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გუნდის მონაგარი 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო იყო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097278