ლუჩანო სპალეტი შესაძლოა, ტურინის „იუვენტუსის“ მწვრთნელად დაინიშნოს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.
სპალეტისა და ტურინულ გრანდს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 66 წლის სპეციალისტი თანახმაა, „იუვე“ ჩაიბაროს, თუმცა, ჯერჯერობით, კონტრაქტის თაობაზე მხარეები საუბრობენ და შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ.
„იუვენტუსში“ ალტერნატიული ვარიანტებიც ჰყავთ რაფაელე პალადინოსა და რობერტო მანჩინის სახით, მაგრამ სპალეტი მათი პირველი არჩევანი.
ლუჩანო სპალეტის კარიერის განმავლობაში „ემპოლიში“, „სამპდორიაში“, „უდინეზეში“, „რომაში“, „ზენიტში“, „ინტერში“, „ნაპოლისა“ და იტალიის ნაკრებში უმუშავია.
„იუვენტუსმა“ სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო, ბოლო სამი მატჩი წააგო, 8-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და ბოლო ოთხ თამაშში გოლიც ვერ გაიტანა.





