მადრიდის „რეალს“ დანი კარვახალი ისევ გამოაკლდა. ინფორმაციას „სამეფო კლუბის“ ვებგვერდი ავრცელებს.
კარვახალს მარჯვენა მუხლის დაზიანება აღენიშნება და სავარაუდოდ, ორი-სამი თვე ვერ ითამაშებს. შესაბამისად, ესპანელი მცველისთვის სეზონი დასრულებულია.
კარვახალს აქამდეც ტრავმა ჰქონდა, „ბარსელონასთან“ მატჩში მოედანზე დაბრუნდა, თუმცა, ახლა ისევ ლაზარეთში გადაინაცვლა.









