სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

10:26 | 28.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

„პრობლემა მწვრთნელში არ არის“ - „იუვენტუსის“ ლეგენდამ დელ პიერომ კლუბის წარუმატებლობებზე ისაუბრა

„იუვენტუსის“ ყოფილმა კაპიტანმა ალესანდრო დელ პიერომ სერია A-ს მატჩში „ლაციოსთან“ (1:0) მარცხის შემდეგ ტურინულ კლუბში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

„არ ვიტყოდი, რომ სიტყვა „დაბნეულობა“ ზუსტად აღწერს იმას, რაც ხდება. პრობლემა მწვრთნელში არ არის — ის ბევრად უფრო ღრმაა. გუნდს ამ სეზონში ნამდვილად გაუჭირდა შეკრება. თუმცა თამაშში დარჩა და წაგებას არ იმსახურებდა — ფრე სამართლიანი იქნებოდა. მათ ასევე კარგად ითამაშეს მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ, მაგრამ „კომოსთან“ გაუჭირდათ. „ნებისმიერ შემთხვევაში, სხვა მწვრთნელის ხელმძღვანელობით, ეს გუნდი ძნელად თუ მოიგებდა სკუდეტოს“, - ციტირებს იტალიელის სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ მთავარი მწვრთნელი იგორ ტუდორი გუშინ კლუბიდან გაათავისუფლეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096177