ფორვარდმა ვინისიუს უმცროსმა შესაძლოა მადრიდის „რეეეალი“ დატოვოს, იტყობინება AS.
წყაროს ცნობით, ბრაზილიელი სერიოზულად განიხილავს მადრიდული კლუბის დატოვებას. ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ მისი სტატუსი და გუნდში შეტანილი წვლილი არასაკმარისად არის დაფასებული, ხოლო მისი ურთიერთობა მთავარ მწვრთნელ ჩაბი ალონსოსთან სულ უფრო და უფრო იძაბება.
აღნიშნულია, რომ ვინისიუსი გრძნობს, რომ ის არ ჯდება ალონსოს სათამაშო გეგმებში და არ შეესაბამება მის სტილს. მათ შორის კონფლიქტი განსაკუთრებით მწვავედ „ელ კლასიკოს“ დროს, „ბარსელონასთან“ (2:1) მატჩისას გამწვავდა. ვინისიუსის კონტრაქტი „სამეფო კლუბთან“ 2027 წლამდეა გათვლილი.






