ფეხბურთი

12:14 | 28.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლამინ იამალმა მადრიდის „რეალთან“ მატჩის შემდეგ სოციალური ქსელის გვერდი განაახლა

„ბარსელონას“ 18 წლის გარემარბმა ლამინ იამალმა ბოლო „ელ კლასიკოში“ ვერ შეძლო გოლის გატანა და მატჩში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფსება მიიღო.

თამაშის შემდეგ, ახალგაზრდა ფეხბურთელმა გადაწყვიტა შეეცვალა პროფილის სურათი პოპულარულ სოციალურ ქსელში: მან წაშალა სურათი და შავი ფონი დააყენა.

2025/26 წლების ლა ლიგის სეზონის მეათე ტურის მატჩი მადრიდის „რეალსა“ და „ბარსელონას“ შორის 26 ოქტომბერს, მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე გაიმართა. მატჩი მასპინძელი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. მატჩის დროს იამალს ადგილობრივი გულშემატკივრები სტვენით შეხვდნენ, ხოლო შეხვედრის შემდეგ, მოწინააღმდეგის მიმართ უხეში შენიშვნების გამო, ის ჩხუბის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე გახდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.176016