ფეხბურთი

12:57 | 28.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

38 წლის მესიმ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის სურვილი გამოთქვა

„ინტერ მაიამის“ არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი აცხადებს, რომ სურს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში, რომელიც შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და კანადაში გაიმართება. მესი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია; არგენტინამ 2022 წელს ყატარის მუნდიალი მოიგო, ფინალში საფრანგეთი დაამარცხა.

„მინდა ფორმაში ვიყო და მნიშვნელოვანი როლი ვითამაშო ეროვნულ ნაკრებში. ძალიან აღელვებული ვარ, რადგან ეს მსოფლიო ჩემპიონატია. ჩვენ მოვიგეთ ბოლო ტურნირი და შესანიშნავი იქნება ტიტულის დაცვა“, - ციტირებს მესის სიტყვებს Mundo Deportivo.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისამდე გაიმართება. ისტორიაში პირველად, ტურნირს სამი ქვეყანა უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.182974