მქადაგებელი გახდა, იუწყება AS.
გამოცემის ცნობით, 42 წლის ბრაზილიელი ახლა ხშირად ქადაგებს ელიმის ეკლესიაში, სადაც პასტორი ჯიმი მარტინი მსახურობს. წირვა სამშაბათობით და კვირაობით ტარდება.
ერთ-ერთი წირვის დროს ალვეშმა თავისი გამოცდილება გააზიარა: „ღმერთის უნდა გწამდეს. მე ამის ცოცხალი დასტური ვარ. მაშინაც კი, როცა ქარიშხალი და არეულობაა, ყოველთვის არის ღვთის მაცნე. ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტში, ეს მაცნე დამეხმარა რწმენის გზაზე დადგომაში და ეკლესიაში მიმიყვანა. ახლა მისი წყალობით ვაგრძელებ ამ მოგზაურობას.“
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის მარტში, კატალონიის სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ ალვეში გაუპატიურების ბრალდებაში გაამართლა.









