„ლივერპულის“ უნგრელი ფეხბურთელის, დომენიკ სობოსლაის მოსაწყენი და არაფრით გამორჩეული პირადი ცხოვრებით ბრიტანული ბულვარული მედია არასოდეს დაინტერესდებოდა, მის ცხოვრებაში გრიგალივით რომ არ შეჭრილიყო სოციალური ქსელების უნგრელი ვარსკვლავი, ბორკა ბუზიკი, რომელიც საკუთარ გვერდზე პირადი ცხოვრების ფოტოებს ყოველდღიურად სინათლის სიჩქარით აქვეყნებს და „ინსტაგრამზე“ მას უკვე 180 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.
ბორკა და დომენიკი სულ რათაც ერთი წელია რაც ერთად არიან და ამ დროის მანძილზე თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ლივერპულის“ მობურთალთაგან ყველაზე მეტად სწორედ სობოსლაი გამოჩნდა სხვადასხვა „ყვითელი“ გამოცემის გვერდებზე.
ლივერპულელების გარდა, ცხადია უნგრელ გულშემატკივრებსაც აინტერესებთ დომინიკ სობოსლაის და მისი თანამემამულე ვარსკვლავის ერთი შეხედვით ზღაპრული ცხოვრება. ყოველ შემთხვევაში, ბორკა ბუზიკი ყველაფერს აკეთებს, რომ მათი ყოველი დღე განსაკუთრებულად და საინტერესოდ წარმოაჩინოს.









